სიახლეები

ცაგერის კულტურის ცენტრში ქართული სიმღერის საღამო გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ცაგერის კულტურის ცენტრში ქართული სიმღერის საღამო გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ: მაია ჯაბუა, ნათია პერანიძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნუცა ქირია და კონცერტმეისტერი- მარიკა ოსიტაშვილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი, საკრებულოს ფრაქციის თავჯდომარე ონისე ჩაკვეტაძე.

სიახლეები