სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველ მოადგილე ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველ მოადგილე ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, ასევე, დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე, გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე.
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს.