სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა მორიგი სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის 20 აგვისტოს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი.

ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი  აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ:

  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის (სივრცითი მოწყობისა და ნებართვების გაცემის განყოფილება) და ზედამხედველობის სამსახურის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ.“

 პროექტი განსახილველად გადაეცა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას,   კომისიის სხდომა ჩატარდება 26 აგვისტოს 11:00  საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.“

პროექტი განსახილველად გადაეცა  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 25 აგვისტოს,  12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ლუხვანოში მდებარე 900.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 89.01.23.176) კერძო მესაკუთრისაგან შესყიდვის შესახებ.“
  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2025 წლის საპრივატიზაციო  ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ”
  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2025 წლის პრივატიზაციის  გეგმის დამტკიცების შესახებ“  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.“

 პროექტებ განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 25 აგვისტოს  11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2025 წლის 27 აგვისტოს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 2025 წლის 27 აგვისტოს.

სიახლეები