სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2025 წლის 27 აგვისტოს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
მიღებულ იქნა დადგენილებები:
-
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის (სივრცითი მოწყობისა და ნებართვების გაცემის განყოფილება) და ზედამხედველობის სამსახურის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ.
მიღებულ იქნა განკარგულებები:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ლუხვანოში მდებარე 900.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 89.01.23.176) კერძო მესაკუთრისაგან შესყიდვის შესახებ.
-
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2025 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2025 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.