სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა

22 ივლისს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე უძღვებოდა.თათბირს მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ყურადღება გამახვილდა 2020 წლისათვის განსახორციელებელ ინფრასტუქტურულ პროექტებზე,რომელთა შერჩევა და პროექტირება მიმდინარეობს შესაბამისი სამსახურების ჩართულობით.
განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მერმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაციები მოისმინა პროექტების შესრულებაზე და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე .
ისაუბრეს სოციალურ სფეროში მიმდინარე სოციალური პროექტების განხორციელებაში არსებულ მდგომარეობაზე,აგრეთვე კულტურის სფეროში ახლო მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებზე.
სამუშაო თათბირზე მერმა ინფორმაცია მოისმინა თითოეული სამსახურის ხელმძღვანელისგან, კონკრეტული სფეროების მიხედვით, წარმოდგენილი იქნა უახლოესი პერიოდის აქტივობები და გეგმები.

სიახლეები