სიახლეები
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სოფელ დეხვიში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანთან, მერის მოადგილე ვასილ საღინაძესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავასთან ერთად, სოფელ დეხვიში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტით გათვალისწინებულია გზაზე ბეტონის საფარის დაგება, ასევე სანიაღვრე არხების, ეზოებთან მისასვლელების, საყრდენი კედლის მოწყობა.
სამუშაოები, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, 2026 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს და მისი ღირებულება 862 392 ლარს შეადგენს.