სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, რევაზ ახვლედიანის ხელმძღვანელობით, სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა ჩატარდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, რევაზ ახვლედიანის ხელმძღვანელობით, სოციალურ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა ჩატარდა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, 123 მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილდა, რომლებიც ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით არსებულ საჭიროებებს შეეხებოდა.
განცხადებების განხილვის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭა ქრონიკული დაავადებებისა და განსაკუთრებული სოციალური საჭიროებების მქონე ბენეფიციარებს.
სხდომას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.