სიახლეები
17 აგვისტოს, სოფელ ლაილაშში, ცაგერის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ღონისძიება - ,,მრავალეთნიკური ლაილაშის ისტორიული თანაცხოვრების საუკუნოვანი ქრონიკა" გაიმართა
17 აგვისტოს, სოფელ ლაილაშში, ცაგერის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ღონისძიება - ,,მრავალეთნიკური ლაილაშის ისტორიული თანაცხოვრების საუკუნოვანი ქრონიკა" გაიმართა.
ისტორიულ სოფელ ლაილაშის სხვადასხვა ლოკაციაზე მოწყობილი იყო ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების, მარნების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ლეჩხუმური თონე და კულინარია, სხვადასხვა თემატური ექსპოზიცია და ოჯახური ფოტოარქივების გამოფენა.
ლაილაშის ბულვარში, ცაგერის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კონცერტი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-რეზო ხეცურიანი, მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა, საკრებულოს ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.