სიახლეები
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატთან საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძესთან ერთად, ქალაქ ცაგერში ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატთან საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძესთან ერთად, ქალაქ ცაგერში ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
განახლებულ სტადიონზე მოეწყობა 300 ადგილი მაყურებლისთვის, 30-ადგილიანი ვიპ-ლოჟა, სივრცე მედიის წარმომადგენლებისთვის, საშხაპეები. ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სამუშაოები, რომელთა ღირებულებაც 737 277 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოსთვის იგეგმება.
სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს, ასევე ადგილზე გაეცნენ რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე, ბერდია ჩანქსელიანი, ალუდა თუთუსანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები რეზო ხეცურიანი, მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა.