სიახლეები
23-24 აგვისტოს ლეჩხუმის მაღალმთიანი სოფლების: ნაკურალეშის, ცხუკუშერის, ღვირიშის,ალპანის გავლით ჩატარდება სამთო ველო-ტური ველომოყვარულთა კლუბის მონაწილეობით
ცაგერის მუნიციპალიტეტის და ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, 23-24 აგვისტოს ლეჩხუმის მაღალმთიანი სოფლების: ნაკურალეშის, ცხუკუშერის, ღვირიშის,ალპანის გავლით ჩატარდება სამთო ველო-ტური ველომოყვარულთა კლუბის მონაწილეობით.
ტურნირის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ლეჩხუმის მაღალმთიანი სოფლების ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია.
სამთო ველო-სპორტის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ შეუერთდნენ დაგეგმილ ღონისძიებას და მონაწილეობა მიიღონ ტურნირში.