სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლარჩვალში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლარჩვალში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი და საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხაბულიანი.
სამუშაოების ღირებულება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, 66 166 ლარს შეადგენს და იგი მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.

სიახლეები