სიახლეები

სასიამოვნო სიახლე სოფელ გვესოსა და სოფელ ზუბში

ეს სასიამოვნო ინფორმაცია,ვფიქრობთ,განსაკუთრებით სოფელ გვესოსა და სოფელ ზუბის მაცხოვრებლებს გაახარებთ.
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა ადგილობრივი მნიშვნელობის ქალაქ ცაგერისა და სოფელ გვესოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.სოფლის ცენტრალურ გზაზე დაიგება ცემენტო-ბეტონის საფარი.პროექტის სრული ღირებულებაა 1 435 178 ლარი.
ამავე ფონდიდან დაფინანსდა სოფელ ზუბში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა.პროექტის სრული ღირებულებაა 75 000 ლარი.
აღნიშნული პროექტები მალე დაიდება ტენდერზე,რის შემდეგაც,შესაბამის ვადებში,დაიწყება განხორციელება.

სიახლეები