სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველ მოადგილე ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსმინეს ანგარიში სამსახურის უფროსებისგან, აგრეთვე, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე, გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე.
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს.

სიახლეები