სიახლეები

23-24 აგვისტოს ლეჩხუმის მაღალმთიანი სოფლების : ოყურეშის, ნაკურალეშის, ცხუკუშერის, ალპანის, ლაილაშის გავლით ველო-ტური ჩატარდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის და ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით 23-24 აგვისტოს ლეჩხუმის მაღალმთიანი სოფლების : ოყურეშის, ნაკურალეშის, ცხუკუშერის, ალპანის, ლაილაშის გავლით ველო-ტური ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ქუთაისის ველო-მოყვარულთა კლუბის წევრებმა მიიღეს.
ტური მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და ასევე, ლეჩხუმის მაღალმთიანი სოფლების ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.
 ველო-მოყვარულებმა სტარტი 23 აგვისტოს ხვამლის მთიდან აიღეს, სოფლების: ოყურეშის, ზუბის ,აღვის გავლით და დაბანაკდნენ სოფელ ნაკურალეშში.
მეორე დღეს ველო-მოყვარულებმა სოფელ ცხუკუშერის მიმართულებით გააგრძელეს გზა .
ველო-ტურის მონაწილეებს მეგზურობა გაუწიეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებმა: მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ-გიორგი გუგავამ, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაგდა ყურაშვილმა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსმა გოგი კვირიკაშვილმა.

სიახლეები