სიახლეები
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ქალაქ ცაგერში ‘’მაქსიმობის’’ სადღესასწაულო წირვას დაესწრო
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ქალაქ ცაგერში ‘’მაქსიმობის’’ სადღესასწაულო წირვას დაესწრო
საზეიმო წირვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა, სტუმრებმა, მრევლმა მურის კლდეკარში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში გადაინაცვლეს, სადაც წმინდანის ნაწილებია დაკრძალული. მსვლელობაში მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,ლეჩხუმის" მოცეკვავეები. მურში აღევლინა პარაკლისი.
სადღესასწაულო ღონისძიებას, მრევლთან ერთად, ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ჭაბუკი ჭაბუკიანი მოადგილეები- რეზო ხეცურიანი, მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა.