სიახლეები
განცხადება
განცხადება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი ვებგვერდის – www.hr.gov.ge-ის მეშვეობით სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე კონკურსზე შეუძლიათ.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტაციის, მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების მიერ ჯამში გამოცხადებულია 26 ვაკანსია.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგ პოზიციებზე:
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სტაჟიორი -ინჟინერ-მშენებელი- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94512;
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სტაჟიორი- არქიტექტორი- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94481;
ზედამხედველობის სამსახურის სტაჟიორი-ინჟინერ-მშენებელი- https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94456;
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგ პოზიციებზე:
საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების სტაჟიორი- https://hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/94489…;