სიახლეები
4-5 სექტემბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ცაგერში ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩატარდება
4-5 სექტემბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქალაქ ცაგერში ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩატარდება.
სახელმწიფო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები ეწვევიან მუნიციპალიტეტს.
ლადო ასათიანის სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალბატონებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ ზემოაღნიშნული სერვისით.
ძუძუს კიბოს სკრინინგი ჩატარდება 40-70 წლის ქალბატონებისთვის.
საშვილოსნოს ყელის სკრინინგი ჩატარდება 25-60 წლის ქალბატონებისთვის.
ექიმის მიმართვის არსებობის შემთხვევაში, პროსტატის კიბოს რისკების განვითარების მართვა-50-70 წლის მამაკაცებში(ვენური სისხლი).
მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის.(გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე).
მამომობილი აღჭურვილია სხვადასხვა სახის სკრინინგის ჩასატარებლად საჭირო თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, მათ შორის, მამოგრაფით, რომლის საშუალებითაც ხორციელდება კიბოს ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაციის — ძუძუს კიბოს სკრინინგული კვლევა.
„კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის მიზანია, კიბოს პრევენციისთვის სკრინინგული კვლევების ჩატარება საქართველოს რეგიონების მიზნობრივ მოსახლეობაში.