სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ლუხვანოში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ლუხვანოში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები, გზაზე დაიგო რკინა-ბეტონის საფარი.
დასრულებულ სამუშაოებს გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 924 600 ლარია.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

სიახლეები