სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე სტუდენტებს შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვეს და უმაღლეს სასწავლებლებში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა ხელისუფლების პრიორიტეტია, რათა მათ მიღებული ცოდნა მშობლიური მხარის განვითარებას მოახმარონ.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, სხვადასხვა უნივერსიტეტში 158 ახალგაზრდა ჩაირიცხა.
სახელმწიფო რწმუნებულმა ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცა და წარმატებული და ნაყოფიერი წლები უსურვა.

სიახლეები