სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი სტუდენტებს შეხვდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულები მოიპოვეს და უმაღლეს სასწავლებლებში 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა,საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა ირაკლი სილაგაძემ, განათლების, კულტურის სპორტის სამსახურის უფროსმა გოგი კვირიკაშვილმა ახალგაზრდებს სტუდენტობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს, როგორც სწავლასა და პირად ცხოვრებაში, ასევე, ლეჩხუმის და სამშობლოს მომავალ საკეთილდღეო საქმიანობაში.
ცაგერის მუნიპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ახალგაზრდული ცენტრისგან ლეჩხუმელი გრანტის მფლობელი სტუდენტები ექსკურსიით დაჯილდოვდნენ, მუნიციპალიტეტისგან კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ცაგერის მუნიციპალიტეტიდან 2025 წელს ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტებში 39 ახალგაზრდა ჩაირიცხა.


