სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
სამსახურების უფროსებმა წარმოადგინეს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები, უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი აქტივობები.
შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე, გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე.
შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს და კვირის სამუშაო გეგმა დასახეს.

სიახლეები