სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
დასრულებულ სამუშაოებს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
სამუშაოების ღირებულება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 44 516 ლარს შეადგენს.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების წინაპირობაა.