სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ბაღს უტარდება სრული კოსმეტიკური რემონტი, გამოიცვალა კარ-ფანჯრები, ეწყობა განახლებული სველი წერტილები, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო სივრცე, დარბაზი, სამზარეულო.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა, სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა ბურჯალიანმა.
პროექტი, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს და მისი ღირებულება 41960 ლარს შეადგენს.