სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის 17 სექტემბერს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა.
ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ:
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ქ. ცაგერი, რუსთაველის ქ. №69-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით - 89.03.22.002 საბაზო სადგურის (ანტენა და აპარატურა) განსათავსებლად გამოყოფილი ფართის 1(ერთი) თვის საიჯარო ქირის განსაზღვრა კომერციული საქმიანობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით ორი წლის ვადით სარგებლობის უფლებით-იჯარით გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - სოფ. დოღურაშში მდებარე (ს/კ 89.02.33.021) N1 შენობის ელექტრონული აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით-იჯარით გადაცემის შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
პროექტები განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 22 სექტემბერს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
2025 წლის ზაფხულის პერიოდში ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების შესახებ.
პროექტები განსახილველად გადაეცა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 24 სექტემბერს 10:30 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის 2025 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
პროექტზე მუშაობა და საკრებულოს სხდომისთვის მომზადება დაევალა საკრებულოს აპარატს. ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2025 წლის 24 სექტემბერს საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე 2025 წლის 24 სექტემბერს.