სიახლეები

ა/ა/იპ ,,ქალთა, ბავშვთა უფლებების ცენტრის" ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ნივთები გადაეცათ

ა/ა/იპ ,,ქალთა, ბავშვთა უფლებების ცენტრის" ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ნივთები გადაეცათ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა და ,,ქალთა, ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელმა მარინე სვანიძემ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირველკლასელებს და მრავალშვილიანი ოჯახების სასკოლო ასაკის ბავშვებს მოსწავლის ჩანთები და სასკოლო ნივთები გადასცეს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ოჯახებში ეწვივნენ 136 მოსწავლეს, საჩუქრები გადასცეს და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

სიახლეები