სიახლეები
დღეს სწავლა განახლდა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
დაიწყო ახალი სასწავლო წელი.
დღეს სწავლა განახლდა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ვულოცავ ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს, პირველკლასელებს, პედაგოგებს, ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
სკოლა არის ის უმნიშვნელოვანესი სასწავლო დაწესებულება, სადაც მყარი საფუძველი უნდა ჩაეყაროს ცოდნას,რათა შემდეგ წარმატებულად განაგრძონ სწავლა ახალგაზრდებმა უმაღლეს სასწავლებლებში.სწორედ ამიტომ, სასკოლო განათლება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.
სკოლამ ფეხი უნდა აუწყოს სიახლეებს, იმ მემკვიდრეობის და ტრადიციების მოფრთხელით, რამაც ერს თვითმყოფადობა შეუნარჩუნა, რამაც დღემდე მოგვიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლები და პედაგოგები წარმატებულად მუშაობენ, რამაც ასახვა პოვა ერთიან ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების ღირსეულ შედეგებზე.
მინდა მივულოცო ლეჩხუმელ სტუდენტებს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, პედაგოგებს, მშობლებს, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე.
წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!
პატივისცემით,
რევაზ ახვლედიანი
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი.