სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს სასწავლო პროცესი განახლდა

ცაგერის მუნიციპალიტის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეს სასწავლო პროცესი განახლდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახლედიანი ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლას ეწვია, ღონისძიებას დაესწრო და მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ცაგერის საჯარო სკოლის დირექტორმა დავით ცვარიანმა, სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელმა შორენა ხეცურიანმა, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსმა ირაკლი სილაგაძემ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსმა გოგი კვირიკაშვილმა, საკრებულოს დეპუტატმა ზაზა ყურაშვილმა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირველკლასელებს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან საჩუქრდ გამოგზავნილი კომპიუტერები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს ქალაქ ცაგერის სკოლა განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება.

სიახლეები