სიახლეები

პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველ მოქალაქეთა საყურადღებოდ

პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველ მოქალაქეთა ხელშეწყობის მიზნით ცაგერის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ფულადი დახმარების პროგრამა.
დახმარებას მიიღებს საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ქალაქში არსებულ აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხული მოქალაქე.
დახმარება განისაზღვრება ორ ეტაპად: სასწავლებელში ჩარიცხვის დროს
შვიდ თვემდე სწავლის კურსის შემთხვევაში- 300 ლარის ოდენობით, ხოლო დამთავრების შემდეგ-700 ლარის ოდენობით;
შვიდ თვეზე მეტი სწავლის შემთხვევაში ჩარიცხვისას მიიღებს 300 ლარს, ხოლო დამთავრებისას 1700 ლარს.
მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი საბუთების ჩამონათვალი:
1.განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
2.პირადობის მოწმობის ასლი;
3.საბანკო ანგარიშის ნომერი;
4.ცნობა აკრედიტირებულ პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვის შესახებ (დიპლომის ასლი-დამთავრების დროს დამოწმებული ნოტარიულად);
5. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
საზოგადოების დაინტერესებიდან გამომდინარე გაგაცნობთ პროფესიულ სასწავლებლებში წარმოდგენილი პროფესიების ჩამონათვალს:
1.ელექტროობა;
2.შედუღება;
3.მსუბუქი ტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება;
4.სამკერვალო წარმოება;
5.წყალმომარაგების სისტემის ექსპლუატაცია-დუალური;
6.წყალარინების სისტემის ექსპლუატაცია-დუალური;
7.ანაკრები და მონოლითური კონსტრუქციების მონტაჟი;
8.ანაკრები და მონოლითური კონსტრუქციების მონტაჟი-დუალური;
9.იატაკისა და ფილის სამუშაოები;
10.საავტომობილო გზების მშენებლობა-დუალური;
11.სატყეო საქმე ინტეგრირებული;
12.სატყეო საქმე;
13.ფერმერობა ინტეგრირებული;
14.ვეტერინარია;
15.თმის სტილისტი;
16.კულინარიის ხელოვნება;
17.საბაჟო საქმე;
18.ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა;
19.ვებ.ტექნოლოგიები;
20.ხის მხატვრული დამუშავება;
21.საოფისე საქმე;
22.საფინანსო სერვისები;
23.ჰაერის კონდიცირებ;
24.ხის მხატვრული დამუშავებ;
25.ბუღალტრული აღრიცხავა;
26.სარესტორნო საქმის სპეციალისტი;
27.კომპიუტერული ქსელები და სისტემები;
28.მეხილეობა, მეჩაიობა;
29.სამღებრო სამუშაოების მწარმოებელი;
30.მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება;
31.აზომვით-ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება;
32.შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტი;
33.სახვითი ხელოვნების სპეციალისტი;
34.ქვის სამუშაოების მწარმოებელი;
35.სანტექნიკის სისტემების ექსპლუატაცია;
36.აგრო მექანიზაცია;
37.მეთევზეობა;
38.ხორცისა და ხორც- პროდუქტების წარმოება;
39.სამკურნალო მცენარეების დამამზადებელი;
40.მეფუტკრე;
41.T-კატეგორ ტრაქტორისტ- მემანქანე;
42.S-კატეგორ ტრაქტორისტ-მემანქანე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 25 სექტემბერი.

სიახლეები