სიახლეები

24 ივლისს მერის პირველი მოადგილის გიორგი მახათაძის ხელმძღვანელობით შედგა სამუშაო შეხვედრა ტენდერში გამარჯვებული ფირმების წარმომადგენლებთან

24 ივლისს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის პირველი მოადგილის გიორგი მახათაძის ხელმძღვანელობით შედგა სამუშაო შეხვედრა შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი“-ს სამსახურის თანამშრომლებთან, შპს „TU-KA”-ს და შპს „კ.მ.პ“-ს წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი სოფო გვიშიანი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
შეხვედრაზე საკითხი ეხებოდა შპს ‘ტუ-კა“-ს ( საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა, სოფ.ქულბაქსა და ჩქუმში მდ.ჯონოულზე და სოფ.ჩხუტელში „ლამარელას’ ღელეზე გასასვლელი ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები ) და „კ.მ.პ“-ს სტიქიის ობიექტები) ობიექტებზე წარმოქმნილ პრობლემებს, დაისახა გამოსწორების გზები. ისაუბრეს სამუშაოების წარმოების და დასრულების გეგმა-გრაფიკის ცვლილებაზე,რისი მიზეზიც ხანგრძლივი უამინდობა გახლავთ.მთვარი აქცენტი გაკეთდა სამუშაოების შესრულების ხარისხზე.

სიახლეები