სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2025 წლის 21 ოქტომბერს  საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს  რიგგარეშე  სხდომა გაიმართა.

სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გუგავამ.

მიღებულ იქნა განკარგულებები:

  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2025 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2025 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  • ცნობად მიიღეს ინფორმაცია:
  • „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანების პროექტზე პოზიციის დაფიქსირების შესახებ.

 

 


სიახლეები