სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა
დღეს, ცაგერის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრების ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე აირჩიეს- ვასილ საღინაძე.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე- რეზო ხეცურიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების პოზიციაზე-მარიკა კოპალიანი და ონისე ჩაკვეტაძე.
ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე დარეგისტრირდა ორი ფრაქცია:
1. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ფრაქციის თავმჯდომარე, დავით მუშკუდიანი.
2. ფრაქცია - "ხალხის ძალა" - თავმჯდომარე, ლაშა ლეთოდიანი.
განისაზღვრა და დამტკიცდა მუდმივმოქმედ კომისიებში კომისიის წევრთა რაოდენობა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები.
საკრებულოს წევრთა ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილების შედეგად კომისიების თავმჯდომარეების პოზიციებზე განისაზღვრნენ:
სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ- ელენე საღინაძე;
საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ- გიორგი გუგავა;
სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარედ- თამაზი ჭაბუკიანი;
ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - ზაზა ყურაშვილი.
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ-ნოდარი საღინაძე;


