სიახლეები
ჰუმანიტარული აქცია
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა კოპალიანმა საკრებულოს წევრთან, თემის მაჟორიტარ დეპუტატთან მამუკა მამარდაშვილთან ერთად საქართველოს ,,წითელი ჯვრის'' საზოგადოების მიერ, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით შემოტანილი ჰუმანიტარული ტვირთი გაანაწილა.
,,წითელი ჯვრის" საზოგადოების წარმომადგენლებმა- ანა ჭაბუკიანმა და მზია ყურაშვილმა ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებს, სოფლებში მახურაშში, ისუნდერსა და ზუბში ჰუმანიტარული პაკეტები გადასცა.


