სიახლეები
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან რევაზ ახვლედიანთან ერთად, სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა კოპალიანმა, განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსმა გოგი კვირიკაშვილმა, სამხედრო პირებმა, მოქალაქეებმა.


