სიახლეები
სოფელ ზოგიშის მიმართულებით საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
სოფელ ზოგიშის მიმართულებით საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია.
ძლიერი წვიმის შედეგად, სოფელ ზოგიშის მიმართულებით, გზაზე ჩამოიშალა კლდოვანი მასა, რამაც გადაადგილება შეზღუდა .
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ცაგერის მუნიციპალიტეტის და შ.პ.ს ,,22-ე სამშენებლო კომპანიის" კოორდინირებული მუშაობით, განხორციელდა შლადი კლდოვანი ქანებისაგან გაწმენდითი სამუშაოები, ამ დროისათვის გზა თავისუფალი და უსაფრთხოა.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ონისე ჩაკვეტაძე.


