სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახამრების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

25 ივლისს ცაგერის მუნიციპალიტეტში იურიდიული დახამრების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.
ცაგერისა და 58 სოფლის 11 ათასამდე მაცხოვრებლისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება უფრო ხელმისაწვდომი გახდება. აქამდე ლეჩხუმელები ქუთაისის ბიუროსა და ამბროლაურის საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებით სარგებლობდნენ. დღეიდან იურიდიულ დახმარებას ისინი მუნიციპალიტეტიდან გაუსვლელად შეძლებენ. 
საკონსულტაციო ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს ნებისმიერი პირისთვის გასცემს. მათ შორის: მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, ბანკებთან ურთიერთობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.
გახსნის ცერემონიაზე მოსულ ადგილობრივებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, ცაგერის საკონსულტაციო ცენტრის იურისტი, ნინო ურთმელიძე წარუდგინა. 
რაჟდენ კუპრაშვილი (იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი): „იურიდიული დახმარების სამსახური თანდათანობით ზრდის სერვისების ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს ახალი ოფისების გახსნას, განსაკუთრებით იმ დასახლებებში, სადაც პოტენციური ბენეფიციარების რიცხვი მრავლადაა. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, კვალიფიციური იურისტებისგან მიიღოს კონსულტაციები, იურიდიული დახმარება და სამართლებრივად გადაჭრან მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები. 
ცაგერის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი არის პროფესიონალი ჩვენს სფეროში. მოხარული ვართ, რომ ჩვენს გუნდს ასეთი კვალიფიციური ადვოკატი შემოემატა“-აღნიშნა მან თავის გამოსვლაში.
საკონსულტაციო ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებიდნენ და სიტყვით გამოვიდნენ:საქართველოს ადვოკათთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ასათიანი,ლეჩხუმელი პარლამენტარი კარლო კოპალიანი,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა,გაერთიანებული სასამართლოს თავმჯდომარე ცაგერში ლეილა გურგუჩიანი,ქვეყნის წარმატებული იურისტები,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებაი, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. 
ღონისძიების დასასრულს გაიჭრა სიმბოლური ლენტი და სადღესასწაულო ტორტი.
ცაგერის კულტურის ცენტრის მომღერლებმა და ამსამბლმა ,,ლეჩხუმმა" დამსწრეთ მუსიკალური და ქორეოგრეფიული ნომრები წარუდგინეს.

სიახლეები