სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში საზეიმოდ გაიხსნა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2025-2026 წლის მუნიციპალური თამაშები
ცაგერის მუნიციპალიტეტში საზეიმოდ გაიხსნა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის 2025-2026 წლის მუნიციპალური თამაშები.
გაიმართა ასპარეზობა მასობრივ გარბენში, მკლავჭიდში, მაგიდის ჩონგბურთში, ჭადრაკსა და შაშში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცაგერის, ქვედა ცაგერის, ბარდნალის, ლასურიაშის ჩხუტელის, ლაილაშის, ორბელის, ლაჯანის საჯარო სკოლების მოზარდმა სპორტსმენებმა.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენებს გადაეცათ სასკოლო სპორტის ფედერაციის პრიზები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი,საკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი კოტე ამირეჯიბი, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გოგი კვირიკაშვილი.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ შეჯიბრებებში სამასამდე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას.


