სიახლეები
ცაგერის სპორტის სასახლეში ჩატარდა ლუდა სილაგაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში
1 ოქტომბერს ცაგერის სპორტის სასახლეში ჩატარდა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულის, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორის - ალუდა სილაგაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის.
ღონისძიება ა(ა) იპ ,,კომპლექსური სასპორტო სკოლის" ორგანიზებით, მერიის და საკრებულოს მხარდაჭერით გაიმართა
ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს: თეთრიწყაროს, საჩხერის, ამბროლაურის, გორის, ონის, ქუთაისის, ხონის, სამრედიის, ზუგდიდის, ცაგერის და ბაღდათის გუნდებმა.
წარმატებით იასპარეზეს ცაგერის კომპლექსური სასპორტო სკოლის გუნდებმა (დირექტორი კობა ქომეთიანი, მწვრთნელები მამუკა მახარობლიძე და თორნიკე ბურჯალიანი), მათ მიერ მოპოვებული იქნა 6- პირველი, 3- მეორე და 2- მესამე ადგილი.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასული მოჭიდავეები დაჯილდოვდნენ სპეციალური თასებით, მედლებით და დიპლომებით.
ევროპის ჩემპიონმა ახალგაზრდებში, ვეტერანმა მოჭიდავემ, ლეჩხუმელმა თორნიკე სვანიძემ ყველა წონით კატეგორიაში გამარჯვებულთათვის დააწესა ფულადი პრიზი.
ცაგერის მუნიციპლიტეტში თავისუფალი ჭიდაობის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის გაწეული ღვაწლისათვის ალუდა სილაგაძე დაჯილდოვდა მუნიციპალიტეტის მერიის საპატიო სიგელით, რომელიც ვეტერან მოჭიდავეს გადასცა მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი კარლო კოპალიანი, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი, მსოფლიო ჩემპიონები: ბექა ლომთაძე, ავთო და ნიკა კენჭაძეები, მსოფლიო და ევროპის პრიზიორი დავით ხუციშვილი. ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში თორნიკე სვანიძე. საქართველოს დამსახურებული მწვრთნელები თემურ მურღულია, რამაზ ჩაჩხიანი და კობა ახვლედიანი.


