სიახლეები
კოლეჯმა „ერქვანმა“ პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით მოიპოვა შესაძლებლობა განახორციელოს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების რამდენიმე პროგრამა
კოლეჯმა „ერქვანმა“ პროფესიული უნარების სააგენტოს დაფინანსებით მოიპოვა შესაძლებლობა განახორციელოს პროფესიული მომზადებისა და გადამზადების რამდენიმე პროგრამა:
„მეცხოველეობა – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-შენახვა“ (მომზადების პროგრამა, ხანგრძლივობა – 12 თვე);
„მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ნორმირებული კვება“ (გადამზადების პროგრამა, ხანგრძლივობა – 2 თვე);
„მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გავრცელებული დაავადებების ამოცნობა და მათი მართვა“ (გადამზადების პროგრამა, ხანგრძლივობა – 2 თვე).
აღნიშულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო 7 ოქტომბერს და გაგრძელდება 21 ოქტომბრის ჩათვლით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია ონლაინ პლატფორმაზე https://vet.emis.ge/#/ ან კოლეჯში, ადგილზე.
პროგრამები მიზნად ისახავს რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი მესაქონლეობის სასწავლო კურსების დანერგვას და ადგილობრივი ფერმერების პროფესიული კომპეტენციის ამაღლებას.
გარდა ამისა, პროექტი მიმართულია ისეთი სამუშაო ძალის განვითარებაზე, რომელიც კერძო სექტორის მოთხოვნებსა და ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
თეორიული სწავლება ჩატარდება კოლეჯში „ერქვანი“, ხოლო პრაქტიკული კურსი – კომპანია „ბლაუენშტაინის“ საფერმე და საწარმოო ბაზაზე.
აღნიშნული ხორციელდება საგრანტო პროექტის „მესაქონლეობის
პროფესიული მომზადების პროგრამების დანერგვა“ ფარგლებში, რომელსაც
„პროფესიული სწავლების მართვის ცენტრი“ „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ფინანსური მხარდაჭერით ნერგავს.


