სიახლეები
16 ოქტომბერს, ქალაქ ცაგერში, ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური’’ სისხლის უანგარო დონაციის აქციას გამართავს
16 ოქტომბერს, ქალაქ ცაგერში, ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური’’ სისხლის უანგარო დონაციის აქციას გამართავს.
სისხლის დონაციის მსურველებს, გთხოვთ, მობრძანდეთ ცაგერის სპორტის სასახლეში 12 საათიდან.
დონაცია ნებაყოფილობითი, სრულიად უსაფრთხო, მარტივი და სწრაფი პროცესია, რომელიც დონორის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის, პირიქით, აძლიერებს იმუნურ სისტემას.
გაღებული სისხლით ერთ დონორს შეუძლია მინიმუმ ორ ადამიანს გაუხანგრძლივოს სიცოცხლე, გარდა ამისა, დონორს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ


