სიახლეები
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობის პირები სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული და დაფინანსებული პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების პრეზენტაციას დაესწრნენ
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე- ქრისტინა კობახიძე, მოადგილეები ბერდია ჩანქსელიანი, ალუდა თუთისანი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მეცხოველეობის შვეიცარიული სტანდარტის მიხედვით შექმნილი, სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული და დაფინანსებული პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების პრეზენტაციას დაესწრნენ
პროგრამები მიზნად ისახავს რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში შვეიცარიული სტანდარტების შესაბამისი მესაქონლეობის სასწავლო კურსების დანერგვას და ადგილობრივი ფერმერების პროფესიული კომპეტენციის ამაღლებას.
პროექტი მიმართულია ისეთი სამუშაო ძალის განვითარებაზე, რომელიც კერძო სექტორის მოთხოვნებსა და ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.
აღნიშულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო 7 ოქტომბერს და გაგრძელდება 21 ოქტომბრის ჩათვლით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია ონლაინ პლატფორმაზე https://vet.emis.ge/#/ ან კოლეჯში, ადგილზე.
თეორიული სწავლება ჩატარდება კოლეჯში „ერქვანი“, ხოლო პრაქტიკული კურსი – კომპანია „ბლაუენშტაინის“ საფერმე და საწარმოო ბაზაზე.
აღნიშნული ხორციელდება საგრანტო პროექტის „მესაქონლეობის
პროფესიული მომზადების პროგრამების დანერგვა“ ფარგლებში, რომელსაც
„პროფესიული სწავლების მართვის ცენტრი“ „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ფინანსური მხარდაჭერით ნერგავს.
პროგრამის პრეზენტაციას, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, მაჟორიტარი დეპუტატები, სოფლის რწმუნებულები და პროექტით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.


