სიახლეები

მთაში მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრში ღონისძიების "ქალები მთიდან"- მესამე სეზონი გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის" ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით, მთაში მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურის ცენტრში ღონისძიების "ქალები მთიდან"- მესამე სეზონი გაიმართა
სოციალურ პროექტში ოცამდე ქალი მონაწილეობდა, რომლებიც პირველად იდგნენ სცენაზე. საგამოფენო სივრცეში 5 ქალბატონის ნახატების და ნაქარგების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა.
ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქრისტინა კობახიძე, ალუდა თუთისანი და ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანს წარმოადგენს სოფლად მცხოვრები ქალების შემოქმედებითი უნარ- ჩვევების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

სიახლეები