სიახლეები

მაყურებელს შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობებმა დაუვიწყარი წარმოდგენა აჩვენეს

25 ივლისს ცაგერის გრიგოლ მდივნის სახელობის სახალხო თეატრის სცენაზე ლეჩხუმელ მაყურებელს დაუვიწყარი წარმოდგენა აჩვენეს შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობებმა--ვაჟა-ფშაველას ,,სტუმარ-მასპინძელი".
უძლიერესი დასის მიერ წარმოდგენილი სპექტაკლი დიდხანს ემახსოვრება ყველას,ვისაც მისი ნახვის ბედნიერება ერგო წილად.
მათ შესაფასებლად ჩვენ მხოლოდ უდიდესი აღფრთოვანება შეგვიძლია გამოვხატოთ და უამრავი მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტები.
დიდი მადლობა თეატრის დასის წევრებს და თითოეულ იმ ადამიანს,ვინც ეს დაუვიწყარი დღე აჩუქა ლეჩხუმელებს.

სიახლეები