სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პაპუნა მარგველიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, საკრებულოსა და აიპების ხელმძღვანელ პირებს ახლად არჩეული მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი წარუდგინა

სახელმწიფო რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პაპუნა მარგველიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, საკრებულოსა და აიპების ხელმძღვანელ პირებს ახლად არჩეული მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი წარუდგინა.
სახელმწიფო რწმუნებულმა წარმატებები უსურვა ჭაბუკი ჭაბუკიანს და აღნიშნა, რომ ის გამოცდილება, რომელიც მას საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე მუშაობისას აქვს მიღებული, დადებითად აისახება მის მომავალ საქმიანობაზე.
სახელმწიფო რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს რევაზ ახვლედიანს გაწეული საქმიანობისთვის.
თავის მხრივ, ჭაბუკი ჭაბუკიანმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს ნდობისთვის და აღნიშნა, რომ გუნდთან ერთად მაქსიმუმს გააკეთებს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.
,,მინდა მადლობა გადავუხადო ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გუნდს, ლეჩხუმელ ამომრჩეველს ნდობის გამოცხადებისთვის. ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ჩემი კუთხის, ჩემი ლეჩხუმელების წინაშე. ერთობლივი, გუნდური და კოორდინირებული მუშაობით გამოწვევებს დავძლევთ და ბევრ წარმატებას მივაღწევთ ლეჩხუმის უკეთესი მომავლისთვის" -აღნიშნა ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები-ალუდა თუთისანი, ბერდია ჩანქსელიანი , მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორები.

სიახლეები