სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სამსახურების ხელმძღვანელებმა წარადგინეს დეტალური ანგარიში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ასევე უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი აქტივობები.
მერისა და სამსახურების ხელმძღვანელებს შორის საუბრის მთავარი თემები იყო მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
შეხვედრის დასრულებისას, სამსახურების ხელმძღვანელებმა მერისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს და კვირის სამუშაო გეგმა შეადგინეს.

სიახლეები