სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშში საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები დასრულდა
აგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშში საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები დასრულდა.
დასრულებულ სამუშაოებს გაეცნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა საკლასო ოთახების რეაბილიტაცია, სველი წერტილების მოწყობა, ასევე საკვანძო და ელექტროსისტემების განახლება.
სამუშაოები შესრულდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, უფლებამოსილების დელეგირების ფარგლებში. პროექტის საერთო ღირებულება 51 111 ლარია.


