სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშში შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდა.
განახლებულ საგზაო ინფრასტურუქტას გაეცნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მერიის ზედხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზაზე მოეწყო ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები და მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 1 270 273 ლარია.

სიახლეები