სიახლეები

სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ალუდა თუთისანთან და მერის პირველ მოადგილესთან რევაზ ახვლედიანთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.
კომპანიების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ინფორმაცია უკვე შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურული ობიექტების ამჟამინდელი მდგომარეობა, განსაკუთრებული ყურადღება კი გამახვილდა პროექტების ხარისხიანად შესრულებისა და დადგენილი ვადების დაცვის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომპანია „ჯეოექსპერტის“ წარმომადგენლები, რომლებიც ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებენ.
სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები

სიახლეები