სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლარჩვალში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლარჩვალში ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
დასრულებულ სამუშაოებს გაეცნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოადგილე, ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის პირველი მოადგილე, რევაზ ახვლედიანი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გელა მამარდაშვილი.
სამუშაოების ღირებულება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 66 166 ლარია.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის უმნიშვნელოვანესია.

სიახლეები