სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, პირველ მოადგილესთან რევაზ ახვლედიანთან ერთად, მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს შეხვდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, პირველ მოადგილესთან რევაზ ახვლედიანთან ერთად, მუნიციპალიტეტში მოქმედი ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს შეხვდა.
სამუშაო თათბირის ფარგლებში განიხილეს სამსახურებში არსებული მდგომარეობა, შეჯამდა დასრულებული და მიმდინარე პროექტები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გაეცნენ თითოეული სამსახურის დაგეგმილ აქტივობებსა და პროექტებს სფეროების მიხედვით.
შეხვედრაზე იმსჯელეს სამსახურებში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე, ასევე, საჭიროებებზე, რომლებიც სხვადასხვა სტრუქტურაში გამოიკვეთა.
სამსახურების უფროსებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან შესაბამისი დავალებები მიიღეს და უახლოესი კვირების სამუშაო გეგმა დასახეს.

სიახლეები