სიახლეები

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სოფელ ჭალისთავში ადმინისტრაციული შენობის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, პირველ მოადგილესთან-რევაზ ახვლედიანთან ერთად, სოფელ ჭალისთავში ადმინისტრაციული შენობის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ინფრასტრუქტურულ ობიექტზე იმყოფებოდა ქვედა ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ საღინაძე.
ადმინისტრაციული შენობის მოწყობის მიზნით შეძენილი იქნა კოტეჯი(სენდვიჩ-პანელის სახლი), სადაც მოეწყობა სველი წერტილები და თანამედროვე სტანდარტების სივრცე.
ადმინისტრაციული შენობის მოწყობის ღირებულება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, 92513 ლარია.

სიახლეები